ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მამუკა ბახტაძეს - ჩვენ შეშფოთებული ვართ ვანო მერაბიშვილის საქმით, როგორ იქნება ეს საკითხი გადაწყვეტილი?

ჩვენ შეშფოთებული ვართ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმით. როგორ იქნება ეს საკითხი გადაწყვეტილი? - ამ შეკითხვით საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ჯოზეფ ორეილიმ მიმართა.

„საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმით. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მასთან მიმართებაში კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. როგორ იქნება ეს საკითხი გადაწყვეტილი?“, - მიმართა ევროპელმა დეპუტატმა ბახტაძეს.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მერაბიშვილი „რამდენიმე კრიმინალური საქმის“ გამოა დაკავებული.

„რაც შეეხება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ საკითხს. მერაბიშვილი დაპატიმრებულია რამდენიმე კრიმინალური საქმის გამო და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გამოავლინა დარღვევა ერთ კონკრეტულ ეპიზოდში. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობას უწევს ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და ჩვენ რა თქმა უნდა, ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ნება მომეცით განვმეორდე - მერაბიშვილი დაპატიმრებულია, რამდენიმე კრიმინალური საქმის გამო“, - მიმართა პრემიერმა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო