“აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა  დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

10 აპრილს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს საერთაშორისო ვაჭრობისა და მრეწველობის საკითხებში, აბდულა ალ სალეჰის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტები საქართველოს ისეთ სფეროებში მიღწეულ შედეგებზე გაკეთდა, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, ბიზნესის კეთების სიმარტივე, საგადასახადო სისტემა და ზოგადად, საინვესტიციო გარემო. აბდულა ალ სალეჰიმ ყურადღება საქართველოში მზარდ ტურიზმზე გაამახვილა. შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივა, რომ საქართველომ უმასპინძლოს ინვესტორებს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, რომლებიც უკეთ გაეცნობიან საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებს უძრავი ქონებისა და სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით.

„კიდევ ერთი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო ინვესტორთა საბჭოს გენერალურ მდივანთან, ჯამალ საიფ ალ ჯარვანი-სთან გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიმდინარე რეფორმები და კონკრეტული საინვესტიციო პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ინვესტორთა საბჭოს წევრი წამყვანი კომპანიებისთვის.

საინვეტიციო გარემოსა და პრიორიტეტული სექტორების შესახებ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაცია წარადგინა ყოვეწლიურ საინვესტიციო ფორუმზე (AIM), რომელიც 8-10 აპრილს ქ. დუბაიში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოთი დაინტერესებული 100-მდე პოტენციური ინვესტორი. ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე საქართველო წარმოდგენილი იყო სპეციალური საინფორმაციო სტენდით, სადაც ასევე უძრავი ქონებისა და ლოჯისტიკის სექტორში მოღვაწე ქართულმა კომპანიებმა წარადგინეს საინვესტიციო პროექტები“, - აღნიშნულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2020
ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
„ნიკორამ“ StopCOV ფონდის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა
„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, სასტუმრო სრული მომსახურების პაკეტით უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკარანტინე მიზნებისთვის, სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების განსათავსებლად