მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს ასამბლეის წევრის კითხვაზე - ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ია  კერზაიას ტრაგიკულ შემთხვევას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს

ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ია კერზაიას ტრაგიკულ შემთხვევას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატის კითხვას.

კერძოდ, ბორიანა ობერგმა საქართველოს პრემიერს ჰკითხა - შეგიძლიათ პირობა დადოთ, რომ ია კერზაიას ტრაგიკული შემთხვევა ზედმიწნევით იქნება გამოძიებული?

„რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ადამიანური ტრაგედია იყო. მსურს მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახის წევრებს. ამავე დროს, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს ამ ტრაგედიას. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება უპასუხებს ყველა რელევანტურ შეკითხვას ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბახტაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა