მოქალაქისთვის პროკურატურას  მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებასთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი კუკავასთვის, რომელიც 8-თვიანი პატიმრომის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს, მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად პროკურატურას 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კუკავას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

„პროკურატურას ვუჩივლეთ დაახლოებით ოთხი თვის წინ და დღეს განიხილა სასამართლომ. სარჩელი დაკმაყოფილდა. ჩვენ ვითხოვდით მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 50 ათას ლარს, თუმცა, სასამართლო არ იცნობს მსგავს პრეცედენტს, შესაბამისად, მაქსიმუმი - 7 ათასი ლარი და მატერიალური ზიანისთვის 13 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. პროკურატურას არ სურდა არც ერთი თეთრის გადახდა“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

გიორგი კუკავა 2017 წლის 16 მარტს "ლენდოს" ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. იგი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რვა თვის შემდეგ გაათავისუფლა და მას ბრალდება მოუხსნა. კუკავას მტკიცებით, ის თვეების მანძილზე უდანაშაულოდ იყო დაკავებული და სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეც საუბრობდა. ასევე აცხადებდა, რომ მისი დაკავება ფაქტების გაყალბებით მოხდა, რაზეც მან პროკურატურას უჩივლა. მოგვიანებით, 2018 წლის მარტში „ლენდოს" დაყაჩაღების ფაქტზე ზ.ფ. დააკავეს. იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 მარტს, ზ.ფ. მივიდა ზუგდიდში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოში" და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს" კუთვნილ თანხას - 5 055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა