სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ კონფერენცია „სამხრეთ კავკასიაში ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდის მცდელობების გაზრდა“ გაიმართა

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ კონფერენცია „სამხრეთ კავკასიაში ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდის მცდელობების გაზრდა“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს „HALO TRUST“-ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე, განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს. ღონისძიება „LINKS“-ისა და „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „LINKS“-ის აღმასრულებელი დირექტორი დენის სამუტი, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციაზე ვახტანგ ყოლბაიამ ტერიტორიების ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ღონისძიების ორგანიზატორებს კონფერენციაზე მოწვევისთვის და ასევე „HALO TRUST“-ის წარმომადგენლებს მრავალი წლის განმავლობაში მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიება „სამხრეთ კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო