კახა კუჭავა - მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა იმდენად ფართოა, რომ ნებისმიერს შეეძლება დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ჩადგას რაც უნდა და რა ზომისაც უნდა

მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებება იმდენად ფართოა, რომ ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ჩადგას რაც უნდა და რა ზომისაც უნდა, გამოიყენოს ის კომერციული მიზნებისათვის, თუკი ამის ნებართვას მას ეკონომიკის სამინისტრო მისცემს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით განიხილეს.

კუჭავამ საკანონმდებლო პაკეტის ავტორს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა, რომ პროექტის იმდაგვარი კორექტირება მოხდეს, რაც ასეთ საფრთხეს გამორიცხავს.

“საკანონმდებლო პაკეტის ის მუხლი, რომელიც “დაცული ტერიტიერბის სისტემის შესახებ“ კანონს ეხება, არც ჩვენთვის არის მისაღები. ერთ-ერთი მთავარი გაუგებრობა გამოიწვია პროექტის განმარტებითმა ბარათმა, სადაც წერია მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების შესახებ. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის განმარტებითი ბარათიდან ამ ტერმინის ამოღება. დაცულ ლანდშაფტის ტერიტორიებზე არ უნდა იყოს დაშვებული არა თუ მასშტაბური, არამედ მცირე ენერგოობიექტებიც კი, გარდა გამონაკლისებისა, რაც ამ ტერიტორიებზე არსებულ სოფლებში ელექტროენერგიის მიყვანას ისახავს მიზნად“, - განაცხადა კუჭავამ საკომიტეტო განხილვაზე.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები. ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების - არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა.

საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. პროექტის ინიციატორია - მთავრობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ირწმუნება, რომ დაცულ ლანდშაფტის ტერიტორიებზე მსხვილი, მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა არ იგეგმება.

როგორც მან პარლამენტში, “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა, საუბარი იმაზე, რომ დაცულ ლანდშაფტზე გაკეთდეს ისეთი ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ელექტრომომარაგებას და ტურიზმის განვითარებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს