რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ლაშა ჩხარტიშვილმა  და ზაზა გაბუნიამ იკამათეს

ბიძინა ივანიშვილი თავისი კორუფციული ინტერესებით უკვე დაცულ ტერიტორიებზე შეიჭრა და აქვს მცდელობა იმისა, რომ ფული დაცულ ლანდშაფტში აკეთოს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ლაშა ჩხარტიშვილმა გააკეთა.

როგორც ჩხარტიშვილმა განაცხადა, დაცულ ტერიტორიებზე ენერგეტიკული ობიექტების ადგილი არ არის და მთავრობამ ინიცირებული პროექტი უკან უნდა გაიწვიოს.

“პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტში რატომ წერია მხოლოდ ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა და არა წყალმომარაგება - წყალი სოფლებს ნაკლებად სჭირდება?!“, - მიმართა ინიციატორს ლაშა ჩხარტიშვილმა.

ჩხარტიშვილის პასუხად კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენება იმას მოწმობდა, რომ მას განსახილველი საკითხი არ აინტერესებდა და პარლამენტში მხოლოდ პოპულისტური განცხადებებისთვის იყო მისული.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ, რომლის მიხედვით, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები. ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების - არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა.

საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. პროექტის ინიციატორია - მთავრობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ირწმუნება, რომ დაცულ ლანდშაფტის ტერიტორიებზე მსხვილი, მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა არ იგეგმება.

როგორც მან პარლამენტში, “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა, საუბარი იმაზე, რომ დაცულ ლანდშაფტზე გაკეთდეს ისეთი ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ელექტრომომარაგებას და ტურიზმის განვითარებას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო