პრემიერი - ბიძინა ივანიშვილისგან გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გულწრფელი შეფასება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან და გამოწვევებთან დაკავშირებით

ბიძინა ივანიშვილისგან გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გულწრფელი შეფასება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „ქარტული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მმართველ გუნდში კონსულტაციებთან დაკავშირებით. ბახტაძის განცხადებით, მმართველ გუნდში კონსულტაციები ყოველთვის მიმდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილისგან გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გულწრფელი შეფასება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს. ამავე დროს, მისგან მოვისმინეთ შეფასება იმ ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აერთიანებდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და თითოეულ პოლიტიკურ ძალას. ბუნებრივია, ჩვენ გუნდში ყოველთვის გვაქვს კონსულტაციები. იცით, რომ ჩვენ წარდგენილი გვაქვს ძალიან ამბიციური რეფორმათა პაკეტი და ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან დღესაც მოისმინეთ, რომ ჩვენი რეფორმათა პაკეტი მართლაც არის შედეგებზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ თვითონ ვართ შედეგებზე ორიენტირებული მთავრობა და ბუნებრივია, გუნდში კონსულტაციები ყოველთვის მიდიოდა. მე გიდასტურებთ, რომ დღესაც მიდის. დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია, მაგრამ მე ყოველთვის დაგიდასტურებთ იმას, რომ ჩვენ ყოველთვის პროგრესზე ვართ ორიენტირებული",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა