9 აპრილის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით  დავით ბაქრაძემ და ნატალია საბანაძემ ოპედები გამოაქვეყნეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ ოპედები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც დავით ბაქრაძე ამერიკულ გამოცემაში Washington Post წერს, საქართველომ თავისი სვლა დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის გზაზე სწორედ 30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს დაიწყო, როდესაც მომაკვდავმა საბჭოთა იმპერიამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გაიბრძოლა. მისი თქმით, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა.

„9 აპრილით დამონებულმა სახელმწიფომ უარი თქვა რღვევის პირას მყოფ საბჭოთა იმპერიაზე. ამან კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში ჯაჭვური რეაქციის ეფექტით ხალხის პროტესტი და მღელვარება გამოიწვია, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა.

1989 წლის 9 აპრილი საქართველოსთვის ცივილიზაციური არჩევნის ტოლფასი იყო და ამ არჩევნის სისწორეს ვერ გააბათილებს ვერც ის გარემოება, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს“ - წერს ბაქრაძე.

მისი შეფასებით, სწორედ იმ დღეს იშვა ახალი სახელმწიფო და იზეიმა თავისუფლებამ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს ეხმაურება ასევე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძეც. მისი თქმით, დღეს, როდესაც საქართველო პატივს მიაგებს თავის გმირებს და დამოუკიდებლობის აღდგენას ზეიმობს, აუცილებელია ტრაგედიის შედეგების გაანალიზება და ისტორიის პერსპექტივიდან შეფასება.

„მოგონებები ჯერ კიდევ ახალია და ჭრილობებიც ჯერ არ შეხორცებულა, ამიტომ, 30 წელი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე საუბარი ემოციების გარეშე შევძლოთ, თუმცა, ერთი რამ ცხადია: იმ დღეს საქართველოში საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა, თავისუფლება აუცილებლობად იქცა, ხოლო ევროპაში საქართველოს დაბრუნება შეუქცევად არჩევნად გამოცხადდა“ - წერს საბანაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა