მთავრობამ მთის ფაკულტეტის შექმნაზე განკარგულება გამოსცა

საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტი შეიქმნება.

მთავრობის განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 000 ლარი უნდა გამოუყოს, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა. ამ თანხით უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი და შესაბამისი სასწავლო პროგრამა უნდა მომზადდეს.

გარდა ამისა, მთავრობის განკარგულების თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნდა გამოეყოს 550 000 ლარი სკოლა-პანსიონატების რეაბილიტაციისთვისაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო