აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობა მიმდინარეობს

მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაციას იტალიური საპროექტო კომპანია KEIOS და ქართული კომპანია CMC ჯგუფი ამზადებს. აღნიშნულმა კომპანიებმა აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა გამართეს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ყველა ჩართულ მხარე ესწრებოდა.

მათივე ცნობით, კურორტ აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი ითვალისწინებს პარკების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, დამატებითი ისტორიული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე ოცხეს დაზიანებული ნაპირის მოწესრიგებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც 2019 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის II კვარტლში დაიწყება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმანში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია, ევგენი ხარაძის მიერ დაარსებული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე მუშავდება დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა