მედიის ინფორმაციით, სუდანის არმიამ ქვეყნის პრეზიდენტის და მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სუდანის არმიამ საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრეზიდენტისომარ ალ-ბაშირისა და მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

არსებული ინფორმაციით, სუდანის არმია სამხედრო საბჭოს შექმნის შესახებ განცხადებას გააკეთებს, რომელიც ქვეყანას გარდამავალი პერიოდის დროს უხელმძღვანელებს.

ადგილობრივი გამოცემა Sudan Tribune იტყობინება, რომ დედაქალაქ ხარტუმში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საგანგებო სხდომა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, სამხედროები ასევე აკონტროლებენ ქვეყნის ტელევიზიას.

სუდანში ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სახალხო პროტესტები მიმდინარეობს, რომელიც თავიდან პურზე ფასის დაკლების მოთხოვნით დაიწყო, ხოლო შემდგომში კი ომარ ალ-ბაშირის პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის ლოზუნგებში გადაიზარდა.

ომარ ალ-ბაშირი სუდანის სათავეში ბოლო 30 წელი იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო