ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი - ეს არის თამბაქოს კონტროლის გაძლიერება და მოქალაქეების დაცვა თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან

ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი - ეს არის თამბაქოს კონტროლის გაძლიერება და მოქალაქეების დაცვა თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი გაიმართა.

ფორუმს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ირაკლი კობახიძემ იმ საკანონმდებლო რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში თამბაქოს მოხმარების მხრივ რეგულაციებს ეხება. პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს რეფორმის შედეგები გაუზიარა.

„მოხარული ვართ, რომ საქართველო არის FCTC 2030-ის 15 პარტნიორ ქვეყანას შორის. 2017 წელს პარლამენტმა საკანონმდებლო რეფორმა განახორციელა, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავდა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში, ასევე სხვა რიგ კანონებში. ამ ახალი რეგულაციების ძირითადი დებულებები ამოქმედდა 2018 წლის 1 მაისიდან. რეგულაციებმა განაპირობა დახურული სივრცის გათავისუფლება თამბაქოს მავნებლობისგან, თამბაქოს რეკლამის სპონსორებისა და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა. მოგვიანებით, ამოქმედდა ეფექტიანი სამედიცინო გაფრთხილების პროგრამის ვალდებულება. კანონით გათვალისწინებულია 2023 წლიდან თამბაქოს პროდუქტის სადად შეფუთვის შემოღება. საბოლოოდ, ქვეყანამ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი შემზღუდველი ნორმებით აღჭურვილი კანონმდებლობა, რომელიც ხასიათდება აღსრულების მარტივი და დახვეწილი მექნიზმებით. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს კანონის აღსრულების ძალიან მაღალი 96%-იანი მაჩვენებელი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქარათველო პირველი ქვეყანაა, სადაც გაერო-ს განვითარების პროგრამის ჩარჩო-კონვენციის სამდივნოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენრის ძალისხმევით, ჩატარდა თამბაქოს კონტროლის საინვესტიციო შემთხვევის შეფასება.

„შედეგებმა გვიჩვენა, რომ ჩვენი რეფორმა მომავალი 15 წლის განმავლობაში იხსნის 53 000 ადამიანს ნაადრევი სიკვდილისგან და ქვეყანას თავიდან ააცილებს 3,6 მილიარდი ლარის ფინანსურ და ეკონომიკურ დანაკარგებს, რაც ძალიან დიდი შედეგია. ჩვენი პარლამენტი მზად არის გაგიზიაროთ წარმატებული გამოცდილება, რამაც ეს შედეგები განაპირობა. თავის მხრივ, ეს შედეგები განაპირობა რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა. პირველი - უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლიტიკური ნება. რომ არა მმართველი ძალის პოლიტიკური ნება, ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური რეფორმის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მეორე- ეს იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობა რეფორმის განხორციელებაში, რომელშიც ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ხელისუფლების სტრუქტურები, არსამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები, ფართო საზოგადოება. ასეთი ჩართულობით მოხერხდა წარმატებული რეფორმის განხორციელება. ასევე, ამ რეფორმის განხორციელებას ხელი შეუწყო იმან, რომ საქართველოს აქვს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. ამ ხელშეკრულებით საქართველომ აიღო კონკრეტული ვალდებულებები თამბაქოს პროდუქტების რეგულირებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას აქვს გრძლევადიანი ხედვა, კერძოდ, შემუშავებულია სტრატეგია "საქართველო 2020". ეს არის მრავალდარგობრივი, მულტისექტორული სოციალურ ეკონომიკური განვითარების გეგმა. ის სრულ თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა