სემეკის წევრი მაია მელიქიძე დისკუსიაში „სამოქალაქო საზოგადოების მომავალი“ მიიღებს მონაწილეობას

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, ასოცირებული პროფესორი, სემეკის წევრი მაია მელიქიძე მონაწილეობას მიიღებს Theodor-Heuss-Kolleg-ის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში „სამოქალაქო საზოგადოების მომავალი“.

სემეკის ინფორმაციით, დისკუსიაზე მაია მელიქიძე ისაუბრებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და გამოწვევების შესახებ. დისკუსიაში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში გერმანიის საელჩოსა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

„Theodor-Heuss-Kolleg-ის საერთაშორისო ქსელი ორგანიზებას უწევს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობას ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან. პროექტის მიზანია დემოკრატიული ფასეულობების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოებების გამოწვევების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

დისკუსია 11 აპრილს, 16:30 საათზე, „ფაბრიკაში“ გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა