ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. შესრულებული სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, პარლამენტის წევრთან, გურამ მაჭარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და პედაგოგებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, ნათია ზედგინიძემ, მარიამ ჯაშმა და გურამ მაჭარაშვილმა სოფელ ჰერეთისკარში ავარიული სკოლაც მოინახულეს და აქვე მოსახლეობას გააცნეს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს სოფელ კაბალსა და ჰერეთისკარში ორი ახალი სკოლა აშენდება და ორ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაზრდილი და გასამმაგებული ბიუჯეტის ფარგლებში, გაჩნდა შესაძლებლობა, 2021-22 წლებში უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს.

„განათლება ერთის მხრივ, გულისხმობს ძლიერ და კომპეტენტურ პედაგოგებს და მეორეს მხრივ, ინფრასტრუქტურულ გარემოს, სივრცეს, სადაც ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესი უნდა წარიმართოს. ამ მიზნებზე მუშაობა დაწყებულია და მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვცდილობთ მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღოთ შედეგები”, - ნათია ზედგინიძემ.

ამავე დღეს საზეიმო ვითარებაში ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ მუნიციპალიტეტის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის განმარტებით, საქართველოს მიერ თანამედროვე სტანდარტებით განახლდა და აღიჭურვა ლაგოდეხის პირველი და სოფლების განჯალის, ვარდისუბნისა და აფენის საჯარო სკოლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო