ეკა ბესელია - ვატო შაქარიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და ჩვენ ყოველთვის ერთ პოზიციაზე ვიყავით და მომავალსაც სწორედ საერთო ბრძოლის ველზე ვხედავ

ჩემთვის მოულოდნელი არ იყო ვატო შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის პროტესტი. შეუძლებელია, რომ ეს ორი ახალგაზრდა, რომელიც წარმოდგენს, მათ შორის, ჩვენი ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოს სამართლიანობისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეგუებოდეს იმას, რაც ხდება მმართველ პარტიაში, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნებიდან" ვატო შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის „ქართული ოცნებიდან“ წასვლის საკითხს.

მისი თქმით, ამ ადამიანებთან ერთად წარსულში უსამართლობის შესაცვლელად იბრძოდა და მომავალსაც მათთან ერთად ხედავს.

"შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას და ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოსწონდეთ ის, რაც ხდება - აღზევება ხდება წარსულის ძალადობრივი ელემენტების და მათი მხარდაჭერების, თუ შემქმნელების. ამიტომ, მათი პროტესტი ძალიან ბუნებრივია და ძალიან ორგანული ჩემთვის. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთ პოზიციაზე და მომავალსაც ვხედავ სწორედ საერთო ბრძოლის ველზე", - განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, ბესელიას თქმით, 13 აპრილს, "დაიცავი საქართველოს" მიერ დაგეგმილ ღინისძიებას თავადაც დაესწრეაბა.

"ახლა, ისევ დადგა ერთიანობის აუცილებლობა. რა იქნება მომავალი გაგრძელება ამ შეკრებისა, ამაზე ალბათ, მოგვიანებით შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა ეს შეხვედრა დასრულდება. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ის პოლიტიკური ახალი პლატფორმა, რომლის შექმნას მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ, ძალაშია. ვაპირებთ, შემოვიკრიბოთ ყველა ის ადამიანი ამ გაერთიანებაში - ეს იქნება საზოგადოების წარმომადგენელი, თუ პოლიტიკოსები, ახალგაზრდები, ძველი თაობა...", - განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა