გიორგი ქობულია - ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით კარგ ტრაექტორიაზე ვდგავართ

საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივა ძალიან კარგია, ამ თვალსაზრისით კარგ ტრაექტორიაზე ვდგავართ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2019 წლის პირველი კვარტლის ტურიზმის სტატისტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრმა დადებითად შეაფასა ევროკავშირიდან საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გადამხდელუნარიანი ტურისტების მოზიდვა.

„აღსანიშნავია, რომ კვარტალური შეჯამება საშუალებას გვაძლევს გამჭვირვალე ფორმატში ინდუსტრიის ძირითად მონაწილეებთან ერთად დავსახოთ და დავაკორექტიროთ გეგმები. გვაქვს საკმაოდ დეტალური ციფრები, რაც ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. გამოიკვეთა, რომ ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ზრდაა ევროკავშირიდან. უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ, აბსოლუტური ციფრები ევროკავშირიდან დიდი არაა და ამ მიმართულებით კონკრეტული სტრატეგია გვაქვს, რაც მოიცავს პირდაპირი რეისების განვითარებას, სარეკლამო კამპანიას, ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამასთან, ტურისტების მოსაზიდად მეტი ტურისტული ატრაქციის შექმნაა საჭირო. კარგია, რომ წლიდან წლამდე ტურისტული დანახარჯები ზრდის ტენდენციით ხასიათდება,"-განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა