ეკა ბესელია - რთულია მოიძებნოს არგუმენტი, რატომ უნდა თქვას რომელიმე დეპუტატმა მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე უარი, თუ ის არ არის იუსტიციის საბჭოს ლობისტი

ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ დეპუტატს თქვას, რომ კანონპროექტი არ მოსწონს ან არ უნდა, რადგან ეს აპრიორი, პირდაპირ ნიშნავს, იმას, რომ ხარ იუსტიციის საბჭოს იმ ჯგუფის ლობისტი, რომელმაც დაწერა 10 კაციანი სია, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მისამართლეთა კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ეკა ბესელიას თქმით, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი არის კიდევ ერთი გამოცდა პარლამენტისთვის.

„მე მგონია, რომ ყველამ ახლა ძალიან სერიოზულად უნდა შეხედოს ამ პროექტს, რადგან ეს არის ის კანონპროექტი, რომელიც 13 დეპუტატის ხელმოწერით არის, მაგრამ ამ პროექტზე ჩვენთან ერთად იმუშავეს ჩვენმა ადგილობრივმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, იურისტებმა, ადვოკატებმა. ჩვენ, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, აშშ-ს ყველა რეკომენდაცია ავსახეთ ამ კანონპოექტში და ეს არის ერთობლივი საკმაოდ დიდი ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიზანია ყველაზე მწვავე პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხი - როგორი უნდა იყოს სასამართლო სისტემა ხვალ. უზენაესი სასამართლო, რომელიც ბოლო ინსტანციის სასამართლოა ყველაზე საუკეთესო მოსამართლეებს უნდა წარმოადგენდეს და ამ კანონპროექტით არის განსაზღვრული ეს. ამიტომ ძალიან რთული იქნება მოიძებნის არგუმენტები, თუ რატომ უნდა თქვას რომელიმე დეპუტატმა უარი თუ ის არ არის იუსტიციის საბჭო ლობისტი პარლამენტში ამ კანონპროექტზე. ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ დეპუტატს თქვას, რომ ეს კანონპროექტი არ მოსწონს ან არ უნდა, რადგან ეს აპრიორი, პირდაპირ ნიშნავს, იმას, რომ ხარ იუსტიციის საბჭოს იმ ჯგუფის ლობისტი, რომელმაც დაწერა 10 კაციანი სია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი კანონპროექტმა მხარდაჭერა მოიპოვოს, მაშინ, როცა უმრავლესობას მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით საკუთარი კანონპროექტი აქვს მომზადებული, ეკა ბესელია პასუხობს , რომ სამართლებრივად ეს არის შესაძლებელი, თუმცა „იუსტიციის საბჭოს ლობისტი" კომიტეტისგან მას მხარდაჭერის იმედი არ აქვს.

"სამართლებრივად ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ მოქმედებს უფრო გვიან მიღებული კანონპროექტი, ამიტომ ჩემი კანონპროექტი არ წარვადგინე იქამდე, ვიდრე არ მოვიდა ამის დრო, თუმცა სესიაზე ამ კანონპროექტს წარვადგენ მხოლოდ მაშინ, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გამოგზავნილი, ხოლო იქმდე მინდოდა რომ ეს კომიტეტი გაევლო, რადგან გილწრფელად მე აღარ მაქვს იმედი, რომ ჩემი კომიტეტი, რომელიც სამწუხაროდ უკვე წარმოადგენს უფრო მეტად იუსტიციის საბჭოს ვიდრე დოუკიდებელ და ძლიერ კომუტეტს რომელიც იყო ორი სამი თვის წინ. მე არ მაქვს იმედი, რომ აქ მხარდაჭრრა ექნება ამ პროექტს თუმცა აქაც მათ შორის არიან ის ადაიანები ვინც ხელს აწერს ამ ინიციატივას,-განაცხადა ბესელიამ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტს განიხილავს.

ეკა ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.

გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს.

ბესელიასთან ერთად პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: - ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო