კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს აქვთ შესაძლებლობა, თუ ავტომანქანის გადაღებვა არ სურთ, თეთრი ფირი გადააკრან, რასაც ჩვენ მათი მხრიდან გადასახადების გარეშე გავაკეთებთ

მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ტაქსის მძღოლებს დღეიდან აქვთ შესაძლებლობა, თუ ავტომანქანის გადაღებვა არ სურთ, თეთრი ფირი გადააკრან, ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან გადასახადების გარეშე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ავტომანქანაზე თეთრ ფირს ის სარეკლამო კომპანია გადააკრავს, რომელთანაც მერიამ გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემაზე ხელშეკრულება გააფორმა.

„როდესაც ამ რეფორმაზე დავიწყეთ მუშაობა, ვითვალისწინებდით არსებულ სოციალურ მდგომარეობას, შესაბამისად, გადაღებვის თანხები რომ არ დააწვეთ ტაქსის მძღოლებს, ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ განახორციელოს გადაღებვითი სამუშაოები. აქ ტაქსის მძღოლებს არცერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომობილების გადაღებვა. თუმცა, მათ გამოთქვეს აზრი, რომ გადაღებილი ავტომობილი ისეთ ფასში ვერ გაყიდონ წლების შემდეგ, როგორც მათ სურთ. ერთ-ერთი მოთხოვნა ამ საინიციატივო ჯგუფის იყო, რომ ეს პრობლემა როგორმე მოგვარებულიყო. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ტაქსის მძღოლებს დღეიდან აქვთ შესაძლებლობა, თუ გადაღებვა არ სურთ, თეთრი ფირი გადააკრან ავტომანქანას. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან გადასახადების გარეშე. მათთვის იქნება უფასო საპარკინგე ადგილები დედაქალაქში გამოყოფილი, ასევე საშემოსავლოსგან იქნებიან გათავისუფლებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მერიის მხრიდან გადაეცემათ უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით, ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო