დონალდ ტრამპი - ძალიან ცუდია, რომ ევროკავშირი დიდ ბრიტანეთსა და Brexit-ის საკითხს ხისტად უდგება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ძალიან ხისტი პოზიცია დაიკავა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხში.

„ძალიან ცუდია, რომ ევროკავშირი ასე ხისტად უდგება დიდ ბრიტანეთსა და Brexit-ის საკითხს. ევროკავშირი ასევე აშშ-ს ხისტი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ეს შეიცვლება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გუშინ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღი 31 ოქტომბრამდე გადაიწიოს.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს რაც შეიძლება ადრე დატოვებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს