გიორგი ქობულია  - ანტიდემპინგური კანონის მიღება ხელოვნურად არ ჭიანურდება

ანტიდემპინგური კანონის მიღება ხელოვნურად არ ჭიანურდება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „ინტერპრესნიუსს" რომან კაკულიას განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, ეთანხმება თუ არა მინისტრი რომან კაკულიას განცხადებას, რომ ანტიდემპინგური კანონის მიღება ხელოვნურად ჭიანურდება, ქობულია აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ ხდება და ეთანხმება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს კანონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ამასთან, ქობულიას თქმით, ამჟამად აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა მხარესთან.

„ეს პროცესი ხელოვნურად არ ჭიანურდება. კონსულტაციები გვქონდა, მათ შორის რომან კაკულიასთან. მესმის მისი სულისკვეთება. აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ამ კანონის მიღება, რამდენადაც ეს კანონი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამჟამად ექსპერტებთან და ბიზნეს საზოგადოებასთან ინტენსიურ კონსულტაციებს გავდივართ, რათა ეს იყოს გამჭვირვალე და არ იყოს ვინმესთვის თავსმოხვეული კანონი,"-განაცხადა ქობულია.

შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ეკონომიკის მინისტრს ანტიდემპინგური კანონის შეპირებულ ვადებში წარდგენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რჩება შთაბეჭდილება თითქოს კანონის მიღება ხელოვნურად ჭიანურდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა