რომან გოცირიძე - პარლამენტშიც იქნება „ქართული ოცნების" დაშლის შემდგომი ტალღა

პარლამენტშიც იქნება „ქართული ოცნების" დაშლის შემდგომი ტალღა - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ საკრებულოს დეპუტატების, ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის მიერ საკრებულოს უმრავლესობის დატოვების საკითხის კომენტირებისას განცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" დაშლის პროცესი შესაძლოა, ჯანსაღიც იყოს, რადგან უმრავლესობის დეპუტატები თავიანთ შეცდომას ხვდებიან.

„ქართული ოცნება“ დაშლილია. ეს პროცესი გაგრძელდება სხვადასხვა დონეზე, როგორც საკრებულოებში, ასევე პარლამენტშიც იქნება „ქართული ოცნების" დაშლის შემდგომი ტალღა.

ინტრიგებმა მოიცვა დღევანდელი სახელისუფლებო ვერტიკალი, რომლის შედეგია ის, რასაც ვხედავთ - ჩამოშლილია ეკონომიკა. „ოცნების“ დეპუტატების გარკვეული წრე ხვდება თავიანთ შეცდომას და უკვე არ უღირთ ყოფნა იქ, სადაც არ არის პერსპექტივა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა - ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს