მამუკა მდინარაძე - ეკა ბესელიას კანონპროექტით, იუსტიციის საბჭო სასამართლოში ხდება კანცელარია, ამიტომ შეუძლებელია მის მხარდაჭერაზე ვიმსჯელოთ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია პარლამენტმა მხარი დაუჭიროს ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრე დეპუტატების მიერ "საერთო სასამართლოების შესახებ" მომზადებულ კანონპროექტს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 13 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პროექტის მიხედვით, იუსტიციის საბჭო სასამართლოში ხდება კანცელარია. მდინარაძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის განხილვა ფორმალურია.

"ამ საკითხზე პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი და ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ იმ პროექტის მხარდაჭერაზე ვიმსჯელოთ, რომელიც წარადგინეს. ეს პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის საშუალებაა, სხვა მხრივ, თავად ეკა ბესელიამ, როგორც იურისტმა კარგად იცის, რომ ამ თემას პერსპექტივა არ აქვს", - განაცხადა მდინარაძემ.

ეკა ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.

გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა