ლევან იზორია ხორვატიაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენის ფარგლებში ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ სპლიტში გაემგზავრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე თქმით, ლევან იზორია ვიზიტს ხორვატიის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან და თავდაცვის მინისტრთან დამირ კრსტიჩევიჩთან შეხვედრით დაიწყებს. საზღვაო ძალების შტაბბინაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ კოლეგები შეხვედრას გამართავენ და საქართველოსა და ხორვატიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე იმსჯელებენ.

„შეხვედრის შემდეგ მინისტრების მიერ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება იგეგმება, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს, მათ შორის სამხედრო განათლების კუთხით და მრავალეროვნულ წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობით.

ქალაქ სპლიტში ვიზიტის დასასრულს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენას - ASDA 2019 დაესწრება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა