სუდანის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ არაბულ ტელეარხ Al Hadath ქვეყნის პროვინციის ჩრდილოეთ დარფურის მინისტრმა ადელ ჰუსეინმა განუცხადა.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად სუდანში კონსულტაციები მიმდინარეობს ხელისუფლების სამხედროებისთვის გადაცემის თაობაზე.

საინფორმაციო სააგენტოებს Associated Press და Reuters სუდანის მთავრობაში წყაროებმა ასევე დაუდასტურეს სუდანის პრეზიდენტის გადადგომა.

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. სამხედროებს ბლოკირებული აქვთ სამთავრობო უწყებები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს