ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის შეკითხვაზე - ყველაზე კარგ ხასიათზე დამაყენა ამ არაჩვეულებრივმა გამოსვლამ, უნდა მოინდომო ისეთი გენიალობა თქვა

ყველაზე კარგ ხასიათზე დამაყენა ბოლო არაჩვეულებრივმა გამოსვლამ, უნდა მოინდომო ასეთი გენიალობა რომ თქვა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ზარდიაშვილმა ბესელიას კითხვა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის კონსტიტუციურობაზე დაუსვა.

„კონსტიტუცია, რომელიც ერთხმად მივიღეთ და თქვენი როლი და წვლილიც ძალიან დიდია ამაში - ვერ დაგიკარგავთ ამას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყავით. ის კონსტიტუცია, რომელიც საზოგადოებას ერთხმად ვახარეთ, რომ მივიღეთ ევროპული, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული კონსტიტუცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას უკეთესი მომავლისკენ წაიყვანს, მასთან ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში თქვენი კანონპროექტი, მითუმეტეს მაშინ, როცა თქვენს მიერვე დაკომპლექტებული კომიტეტის აპარატს აქვს შენიშვნები კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. კომიტეტის აპარატის კომპეტენციის საკითხი, როგორც ვიცი არასდროს არ დამდგარა“, - მიმართა ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას.

ზარდიაშვილის გამოსვლას და კითხვას ბესელიამ მცირე რეპლიკით უპასუხა და აღნიშნა, რომ გამოსვლამ „კარგ ხასიათზე დააყენა“.

„ყველაზე კარგ ხასიათზე დამაყენა ბოლო არაჩვეულებრივმა გამოსვლამ. უნდა მოინდომო ისეთი გენიალობა რომ თქვა. ამას ბოლო ლუკმად შემოვინახავ“, - განაცხადა ბესელიამ ზარდიაშვილის გამოსვლის შემდეგ.

ბესელია, როგორც კანონპროექტის ავტორი, დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს მოგვიანებით უპასუხებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს