ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნება" ცდილობს, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებული  „კლანი" თავზე უვადოდ დაგვასვას

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართული ოცნების" გარდა, ყველა საზოგადოებრივ ძალას შორის არსებობს კონსენსუსი იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლება „კლანის" ხელში არ ჩავარდეს.

როგორც ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის „კლანი", რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩევა მორჩილებით, ძალადობით და მონობით.

„ერთადერთი ჯგუფი, „ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ეს „კლანი"თავზე უვადოდ დაგვასვას. ამიტომ, არსებობს სხვადასხვა ინიციატივა. ჩვენი ინიციატივის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ამ „კლანს" არ ჰქონდეს ექსკლუზიური უკონტროლო უფლება, ყველაფერი გადაწყვიტოს. ამას გვეუბნება ევროკავშირი, ამერიკა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ასევე სხვა ოპოზიციური ძალების კანონები ამ მსოფლმხედველობის არის, მათ შორის, ის, რომელიც ბესელიას გამოაქვს.

ყველა განსხვავებული აზრის ოპოზიციური ძალა თუ დამოუკიდებელი დეპუტატები ერთსა და იმავეს ამბობენ, რომ სასამართლო ხელისუფლება „კლანს" არ ჩავუგდოთ ხელში, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც გამოვიდა და გვითხრა, რომ მურუსიძე ძალიან კარგი არისო. ალბათ იმიტომ, რომ მას ემსახურება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ პროექტს განიხილავს.

ეკა ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.

გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა