მძღოლის ინფორმაციით,  ავტობუსს, რომელიც კრწანისის ქუჩაზე ბორდიურზე ავარდა, ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა

ავტობუსი, რომელიც კრწანისის ქუჩაზე, ბორდიურზე ავარდა, თბილისის სატრანსპორტო სამსახურმა შემთხვევის ადგილიდან ცოტა ხნის წინ გაიყვანა.

როგორც ავტობუსის მძღოლი აცხადებს, ავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა და მისთვის გაუგებარია რამ გამოიწვია მისი მწყობრიდან გამოსვლა.

„არ მესმის რა მოხდა, უცებ შევარდა ბორდიურზე. ხელოსანი შეამოწმებს", -განაცხადა ავტობუსის მძღოლმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე, ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ავტობუსის მძღოლს ადმინისტრაციული წესების დარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო