გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, 200 ათასამდე ხელმოწერა უკვე შეაგროვეს

„მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის” ფარგლებში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მეტრო "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხელმოწერები შეაგროვეს.

როგორც ,,გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ხარატიშვილმა ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადა, უკვე 200 000-მდე ხელმოწერაა შეგროვებული და ასეთი ტიპის აქცია გაგრძელდება ვიდრე მილიონი ხელმოწერა არ შეგროვდება.

„მეორე თვეა მიმდინარეობს აქტიური კამპანია მილიონი ხელმოწერის შესაგროვებლად, რომლის მიზანია, რომ მივმართოთ ხელისუფლებას, მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. დღეისათვის უკვე ვუახლოვდებით 200 000-მდე ხელმოწერას, რაც ნიშავს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საშუალება იქნება, ინიცირება მოხდეს საკონსტიტუციო პროცესის. ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ კამპანიაშია ჩართული, გააგრძელებს ხელმოწერების შეგროვებას, ვიდრე არ შეგროვდება მილიონი ხელმოწერა, რომელსაც პრაქტიკულად რეფერენდუმის ძალა ექნება იმ თვალსაზრისით, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა მოითხოვს პროპორციულ არჩევნებს. ეს არის რეალობა და ხელისუფლებას მოუწევს მასთან შეგუება” - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს