„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონის პოლიციამ ლონდონში, ეკვადორის საელჩოსთან დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

მანამდე ეკვადორის ხელისუფლებამ მას დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსი მოუხსნა. ბოლო 7 წელი ჯულიან ასანჟს ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ჰქონდა თავშესაფარი მიღებული.

„ვიკილიქსში“ აცხადებენ, რომ ჯულიან ასანჟს საელჩოს ტერიტორია არ დაუტოვებია და ეკვადორის ელჩმა პოლიცია მიიწვია საელჩოს ტერიტორიაზე მის დასაკავებლად.

შეგახსენეთ, რომ 2010 წელს ორმა ქალმა განაცხადა, რომ ასანჟის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. ასანჟი ამავე წლის დეკემბერში ბრიტანეთში დააკავეს, შემდეგ ის გირაოთი გაათავისუფლეს. 2012 წელს ასანჟმა ეკვადორის ხელისუფლებას მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით. მას შემდეგ ის ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა.

იხილეთ ვიდეო: "ვიკილიქსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში დააკავეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო