ბექა ნაცვლიშვილი - 9-წლიანი რეჟიმისთვის პოლიტიკური შეფასება რომ გაგვეკეთებინა, ეს მოსამართლეები, რომლებზეც ახლაა საუბარი, ისე მოიქცეოდნენ, როგორც ჩილეში მოსამართლეები

9-წლიანი რეჟიმისთვის პოლიტიკური შეფასება რომ გაგვეკეთებინა, ეს მოსამართლეები, რომლებზეც ახლა მიდის საუბარი, მოიქცეოდნენ ისე, როგორც მოიქცნენ ჩილეში 2013 წელს მოსამართლეები, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ბექა ნაცვლიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ უჭერს მხარს ბესელიას კანონპროექტს.

„ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური იარლიყის მიკერება, რომ ის 9- წლიანი რეჟიმი იყო ავტორიტარული რეჟიმი. ამაზე უამრავი სამართლებრივი აქტია გამოცემული, შეფასებულია, სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივად და არა პოლიტიკურად. ამის პოლიტიკური შეფასება რომ გაგვეკეთებინა ჩვენ, ეს მოსამართლეები, რომლებზეც ახლა მიდის საუბარი, მოიქცეოდნენ ისე, როგორც მოიქცნენ ჩილეში 2013 წელს მოსამართლეები, როდესაც მთელი მოსამართლეთა კორპუსი გამოვიდა და საჯაროდ, ბოდიში მოუხადა ჩილელ ხალხს, იმისთვის, რაც მათ პინოჩეტის რეჟიმის დროს ჩაიდინეს. მაგრამ სამწუხაროდ, ამ მოსამართლეებს არ ყოფნით შესაძლებლობა ან არ ყოფნით გამბედაობა, რომ ეს გააკეთონ. ამიტომ ჩვენ გვიწევს მაქსიმალურად დავიწროვება იმ არხების, რომ ასეთი მოსამართლეები რამენაირად მოხვდნენ შემდგომში უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, ეკა ბესელიასთან ერთად პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს