„ვითიბი ბანკი“ გათამაშებას იწყებს

„ვითიბი ბანკი” გათამაშებას იწყებს, რომლის გამარჯვებული კოპენჰაგენში, დანია - საქართველოს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის საგზურით დაჯილდოვდება . ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი ბანკი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს. ამისთვის საჭიროა ტრანზაქციის განხორციელება ვებ-გვერდიდან www.hub.vtb.ge. აღნიშნული ვებ-გვერდიდან შესაძლებელია თანხის გადარიცხვა ბარათიდან მხოლოდ მიმღების ტელეფონის ნომრით ან ელ. ფოსტის მისამართით.

„ერთი ტრანზაქციის ჩატარებისას გროვდება ერთი ქულა, გადარიცხვის მიმღების მიერ ჩატარებულ ტრანზაქციაზე დამატებით გროვდება ერთი ბონუს ქულა. გამარჯვებული ტრანზაქციების რაოდენობისა და შესაბამისად დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდება. ყველაზე მეტი ქულის ანუ პირველი ადგილის მფლობელი გაემგზავრება კოპენჰაგენში, მეორე ადგილზე გასული მიიღებს მობილურ ტელეფონს Samsung Galaxy S10, მესამე ადგილის მფლობელი კი 500 ლარიან ვაუჩერს,“ - ნათქვამია „ვითიბი ბანკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გათამაშების პერიოდია 2019 წლის 10 აპრილიდან 26 მაისის ჩათვლით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა