იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეებთან დაკავშირებით ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

სამი მომხრე, ხუთი წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი.

ამასთან, კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად, საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად პლენარულ სხდომაზე მაინც გავა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წარმომადგენლების მთავარი შეფასებაა ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას კანონპროექტი არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. კომიტეტი აღნიშნულ პროექტზე პარლამენტს შესაბამის დასკვნას წარუდგენს.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა