ზაზა ვაშაყმაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სრულუფლებიან ელჩთან, სემუელ ბრაუნბეკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები.

მათივე ცნობით, ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელს მიაწოდა ვიდეო მასალა, სადაც ასახულია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მართლმადიდებლური ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა, ასევე, საჩუქრად გადასცა რელიგიის სააგენტოს მიერ გამოცემული ფოტო ალბომი - „რელიგიები საქართველოში“ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2017-18წწ. ანგარიში.

„ელჩმა მოიწონა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აქტივობები და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მის საქმიანობაში. მან ასევე გამოთქვა ინიციატივა, რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე.

დასასრულს, სემუელ ბრაუნბეკმა საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა. მისი განცხადებით, მნიშნველოვანია აშშ-სა და საქართველოს რელიგიური პოლიტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევების შეფასება და გამოცდილების ურთიერთგაზიარება“, - აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა