გიგი უგულავა - ყველაფერი გაჩერდა, უკუსვლაა - ცვლილებების ეპოქა დადგა!

ლპობის სუნი და გემო ამ ქვეყანაში მოდის შუშის სასახლიდან! ცვლილებების ეპოქა დადგა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ხომულის თემში განაცხადა, სადაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შუალედურ არჩევნებში, ზაურ ქაშიბაძე წარადგინა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებების დროა, თუმცა ეს „მშვიდობიანად უნდა მოხდეს“.

„ქვეყანაში ცვლილებების ეპოქა დადგა და ჩვენი ამოცანაა, ეს ცვლილებები მოხდეს მშვიდობიანად, მშვიდობიანად გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი სახლში, იმისათვის, რომ განვითარების გზაზე დადგეს ქვეყანა. ფაქტია, რომ ყველაფერი გაჩერდა, ფაქტია, რომ უკუსვლაა. უკვე მესამე შეთხვევაა, როდესაც წყალტუბოში მაღალი თანამდებობის პირს იჭერენ ქრთამზე, მაგრამ ასე პატარა მეისრეების დონეზე არ გამოვა. ჩვენ ვიხილეთ, საიდან მოდის ეს ლპობის სუნი და ლპობის გემო ამ ქვეყანაში, მოდის შუშის სასახლიდან, რომლიდანაც გადმონთხეული ღვარძლი ჩვენ ორიოდე დღის წინ ვიხილეთ. ამის მოთმენა აღარ შეიძლება, ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და დარწმუნებული ვარ, ამ სოფლიდან ვიტყვით გამარჯვების ზეიმს”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს