გენერალურ პროკურატურაში ყოფილ მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ყოფილ მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, კონფერენცია, რომელსაც სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ, გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ გახსნა.

მათივე ცნობით, კვლევა 2018 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით განხორციელდა.

„საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ძირითად მიზანს დანაშაულის განმეორებით ჩადენასთან დაკავშირებული რისკ და დამცავი ფაქტორების გამოვლენა წარმოადგენდა, კვლევის სამიზნე ჯგუფები კი ყოფილი მსჯავრდებულები, მათი ოჯახის წევრები და სერვისის მიმწოდებლები იყვნენ.

კვლევის შედეგები შესაბამის საჯარო სამსახურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სამომავლო პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის გაძლიერებას და გაუმჯობესებას“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს