ბესელია ზარდიაშვილს - შენმა მეგობარმა ჩინჩალაძემ მიუტანა დაწერილი ტექსტი კობახიძეს, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანზე კონსტიტუციაში უნდა ეწეროს და ასევე დაამატა არჩევის პროცედურა

შენმა მეგობარმა მიხეილ ჩინჩალაძემ მიუტანა დაწერილი ტექსტი ირაკლი კობახიძეს, სადაც ეწერა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანზე კონსტიტუციაში უნდა ეწეროს და ასევე დაამატა არჩევის პროცედურა, - ამ სიტყვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს მიმართა.

როგორც ბესელიამ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი მთლიანად პარლამენტის თავმჯდომარეს მიჰყავდა და მან იურიდიულ კომიტეტში მომზადებული საკმაოდ ბევრი შენიშვა არ გაიზიარა.

“ასევე ბევრი შენიშვნა არ გაიზარა, რომელიც ჰქონდა ვენეციის კომისიას, მათ შორის ადამიანის უფლებების ნაწილში. კობახიძე პროცესს ექსკლუზიურად მართავდა და შემდეგ შეთანხმება პრინციპულ საკითხებზე ძალიან რთულად, მაგრამ შესაძლებელი გახდა.

კონსტიტუციაში არ ეწერა, რომ იმ ხალხს, ვის მიმართაც არსებობს განსაკუთრებული აგრესია და მიუღებლობა, იუსტიციის საბჭო უვადოდ უნდა ირჩევდეს, მაგრამ მეორე მოსმენის დროს, შენმა მეგობარმა ჩინჩალაძემ მიუტანა დაწერილი ტექსტი ირაკლი კობახიძეს კაბინეტში, სადაც ეწერა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანზე კონსტიტუციაში უნდა ეწეროს და ასევე დაამატა არჩევის პროცედურა.

ასე რომ, შენ, კობახიძემ და ჩინჩალაძემ ერთმანეთში გაარკვიეთ ეს ჩანაწერი როგორ გაჩნდა იქ! მერე ასევე ჰკითხე შენს მეგობარ კობახიძეს, რა შენიშვნები მქონდა მე პირადად და რაზე ვათქმევინე მას უარი, ვერ გავატანინეთ და მოგიყვება”, – ასე მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს