რომან გოცირიძე - პარლამენტში მილიონობით ლარი ნიავდება

მე, როგორც პარლამენტის ხაზინდართა საბჭოს წევრმა, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ პარლამენტში მილიონობით ლარი ნიავდება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, საჭიროა აუდიტის სამსახურმა პარლამენტში სახსრების არარაციონალურად და საეჭვოდ ხარჯვის ფაქტები შეისწავლოს.

“პარლამენტის ახალი რეგლამენტით, საპარლამენტო ფრაქციას ჩამოერთვა აუდიტის სამსახურისადმი მიმართვის უფლება, შეამოწმოს რიგგარეშედ ესა თუ ის უწყება. როგორც ჩანს, ამით მოსალოდნელი საფრთხეები აიცილეს. წინა კვირას, მიუხედავად ჩვენი კატეგორიული პროტესტისა, პარლამენტის ხაზინდართა საბჭომ მხარი დაუჭირა პარლამენტში 53 ადამიანის დანიშვნას სახელშეკრულებო საფუძველზე. თვეში 1800 ლარიდან 4000 ლარის ოდენობის ხელფასები დაენიშნათ. ეს მილიონ ლარზე მეტია წელიწადში.

მარტო ქუთაისის პარლამენტის სახურავის (შუშა არ იგულისხმება) შეკეთებას მოხმარდა 700 ათას ლარზე მეტი. ორმილიონნახევარი იხარჯება თბილისში გამაგრებით სამუშაოებზე. მივლინებები კიდევ სხვა თემაა. აშკარაა, რომ ფული იფლანგება და ხაზინდართა საბჭოს მხოლოდ სათათბირო ფუნქციები აკისრია. ასეთი ვითარება უნდა შეიცვალოს.

ამიტომ ვითხოვთ, რომ აუდიტის სამსახურმა შეამოწმოს პარლამენტის ხარჯები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურას - რომ აღმოაჩენს, ამაში ეჭვი არ მეპარება!”, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო