ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს ტრანზიტული საქონლის დაბეგვრის წესის ცვლილების მოთხოვნით მიმართავს

ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს, ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებები არც ერთ ეტაპზე არ მოხვდეს დღგ-ს დაბეგვრის არეალში, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ბიზნესომბუდსმენის განმარტებით, საგადასახადო ორგანო დამატებითი ღირებულების გადასახადით ბეგრავს ტრანზიტში/ექსპორტში მოქცეული საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას, რის შედეგადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს წარმოებაში აქვს გადამზიდავი კომპანიების საჩივრები ამ საკითხთან დაკავშირებით.

„საგადასახადო ორგანოს შეფასებით, საქონლის ტრანზიტში დეკლარირება (აღრიცხვის მოწმობის გაცემა) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაში მისი ჩატვირთვის შემდგომ. შესაბამისად, სადავო ხდება ტრანზიტულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული იმ მომსახურების დღგ-საგან გათავისუფლება, რაც განხორციელდა საქონლის ტრანზიტში მოქცევამდე.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს შეფასებას და მიგვაჩნია, რომ ტრანზიტის განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდება საბაჟო კონტროლის ქვეშ, უნდა ჩაითვალოს, რომ საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ნებისმიერ ეტაპზე (გადმოტვირთვა, ჩატვირთვა და ა.შ.) განკუთვნილია ტრანზიტისთვის, მიუხედავად იმისა, თუ როდის გაიცემა აღრიცხვის მოწმობა“, -აღნიშნულია ბიზნესომბუდსმენის მიმართვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო