სასამართლომ სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებაზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის დავასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვაზე უარი თქვა

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხება, სარჩელი სასამართლომ განუხილველად დატოვა და მოსარჩელეს უკან დაუბრუნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოლეგიის თავმჯდომარე მაია გიგაურმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ აღნიშნული საქმის გადაწყვეტაზე უარი განაცხადა.

სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

იხილეთ ვიდეო: სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის დავის განხილვაზე უარი თქვა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა