„საერთაშორისო გამჭვირვალობა“- მიზანშეწონილია შეიქმნას სპეციალიზებული სტრუქტურა, რომელიც გააკონტროლებს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ხარისხს

მიზანშეწონილია შეიქმნას სპეციალიზებული სტრუქტურა, რომელიც გააკონტროლებს შემუშავებული RIA-ს ხარისხს, - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) დანერგვის საკანონმდებლო ინიციატივას.

ორგანიზაციის განმარტებით, ინიციატივის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, გამონაკლისების შემთხვევები შემცირდეს და შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც კანონპროექტების ზეგავლენის შეფასების ხარისხს გააკონტროლებს.

„იმისათვის, რომ რეალურად მოხდეს RIA-ს იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია, რომ: RIA-ს განხორცილების ვალდებულება გავრცელდეს როგორც მთავრობის, ისე საპარლამენტო სუბიექტების ინიციატივებზე იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივა ეხება ბიზნეს სექტორს, ეკონომიკას; მიზანშეწონილია შეიქმნას სპეციალიზებული სტრუქტურა, რომელიც გააკონტროლებს შემუშავებული RIA-ს ხარისხს; უნდა დავიწროვდეს გამონაკლისი შემთხვევების წრე, როდესაც კანონის მიღება RIA-ს გარეშეა შესაძლებელი და ეტაპობრივად, RIA-ს სავალდებულოობა უნდა შეეხოს კანონქვემდებარე აქტებსაც“, -აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსებენთ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების დანერგვას ითვალისწინებს. მოქმედი კანონმდებლობით, რეგულირების ზეგავლენის შესახებ ანგარიშის წარდგენა არ არის სავალდებულო. კანონის ძალაში შესვლა 2020 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო