ეკა ბესელია - მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემა იუსტიციის საბჭოს იმ წევრთა ლობირებას ნიშნავს, ვინც ათკაციანი სიის ავტორი იყო

ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემა ნიშნავს იმ ათკაციანი სიის ლობირებას, იუსტიციის საბჭოს იმ წევრთა ლობირებას, ვინც ათკაციანი სიის ავტორი იყო და ვინც მართლაც უმძიმეს რეალობაში ჩააყენა მმართველი პარტია,- ასე აფასებს დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2019 წლის იანვრიდან აღარა არის ის კომიტეტი, რომელიც დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. ბესელიას თქმით, ის დეპუტატები, რომელმაც კომიტეტზე მის კანონპროექტს ხმა წინააღმდეგ მისცეს, ლობისტები არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ჯგუფის, რომლებმაც პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათკაციანი სია წარადგინეს.

„ეს პროგნოზირებადი იყო, მაგრამ ჩემთვის ახლა, უკვე ეს არის გასავლელი პროცესი. ვემზადები სესიისთვის და მეც და ჩემი თანამოაზრეები ისინი ვინც, ამ კანონპროექტის ავტორები ვართ რთული, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე აუცილებლად დავაყენებთ ყველა კოლეგას", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო