გამოცდების ეროვნული ცენტრი არჩევითი საგნების სტატისტიკას 7 მაისის შემდეგ გამოაქვეყნებს

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი არჩევითი საგნების სტატისტიკას 7 მაისის შემდეგ გამოაქვეყნებს.

როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგნის დამატების ან წაშლის უფლება აქვთ.

„იქედან გამომდინარე, რომ 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს აქვთ საშუალება დაამატონ ან წაშალონ საგანი, 7 მაისის შემდეგ გვექნება საბოლოო ინფორმაცია ამის თაობაზე, რასაც გამოვაქვეყნებთ და ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვისაც",- განაცხადა გორგოძემ.

2019 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულია 41 000 - მდე აბიტურიენტი;საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 12 000 - მდე კანდიდატი, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე- 4 600 სტუდენტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება.

ამ წუთებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა იმართება.

ღია კარის დღეზე ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. აბიტურიენტებს ასევე შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებსაც და პირადად მათგან მიიღონ ინფორმაცია გამოცდის შინაარსობრივ თუ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გორში, ახალციხეში, ახალქალაქში, თელავსა და მარნეულში უკვე გაიმართა. ღია კარის დღეები მთელი წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.

18 აპრილიდან, ყოველ ხუთშაბათს, კვირაში ერთხელ ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს