„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში განსახილველად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას ისახავს.

„საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით, საპარლამენტო ფრაქციებს ჩამოერთვათ საპარლამენტო კონტროლის მეტად მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომლის შესაბამისადაც შეეძლოთ მოეთხოვათ საბიუჯეტო ორგანიზაციების არაგეგმიური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტის ჩატარება აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნულის უფლება მინიჭებული აქვს მხოლოდ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდას და შესაძლებლობას მისცემს საპარლამენტო ფრაქციებს, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოითხოვონ საბიუჯეტო ორგანიზაციების არაგეგმური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტის ჩატარება. ამ ცვლილების მიზეზი გახდა პარლამენტის აპარატის მიერ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი, არამიზნობრივი და დაუსაბუთებელი ხარჯვა,“ - ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა