ადვოკატი - დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიმართ ყველა ბრალდება და ცილისწამება ნაყინივით დადნება - მაინტერესებს, ყველა სიბინძურეზე, ვინ მოიხდის ბოდიშს?

სასამართლომ ერთადერთი, სწორი, კვალიფიციური გადაწყვეტილება მიიღო და მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება შეწყვიტა. ასე ნაყინივით დადნება ყველა ბრალდება და ცილისწამება დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან მიმართებაში, - ასე გამოეხმაურა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ჟურნალისტებთან სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავა, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხება, განუხილველად დატოვა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, აღნიშნული დავა მართლმსაჯულების განსახილველი არ იყო.

„ჩვენი მხარე ჯერ კიდევ შესაგებელშივე აპელირებდა, რომ დავის საგნის არარსებობის გამო, სასამართლოს მოცემული დავა უნდა შეეწყვიტა, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს ამ საქმეში იურიდიული ინტერესი არ შეიძლებოდა ჰქონოდა. საქართველო რესპუბლიკა არის 1921 წლის კონსტიტუციის მიხევდით, გაუქმებულია ყველა არისტოკრატიული ტიტული. სწორედ, არისტოკრატიული ტიტულების დაცვას ცდილობდა მოწინააღმდეგე მხარე სასმართლოში, რაც რესპუბლიკის სასამართლოში ნონსენსია. სასამართლომ წინა მოსამზადებელ სხდომაზე გამოკითხა სპეციალისტი და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩვენი დასკვნა საფუძვლიანია და აღნიშნული დავა საერთოდ არ ექვემდებარებოდა ქართულ იურისდიქციას. შესაბამისად, ის ჩვენი მართლმსაჯულების განსახილველი არ იყო", - აცხადებს ჩხეიძე.

მისივე განმარტებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სხვა საქმეებზეც გამართლდება, მათ შორის, მისი მხრიდან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე შესაძლო ძალადობის ფაქტზეც.

„ყველა სხვა დავა, რომელიც ამა თუ იმ ორგანოში წარმოებს, ჩვენი მხარის სრული გამარჯვებით დასრულდება, რადგან ყველა დავაში ჩვენი მხარე 100%-ით მართალია, მათ შორის ე.წ. ძალადობის საქმეზე. ესეც თითიდან გამოწოვილია და აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ნაყინივით დადნება ყველა ბრალდება და ცილისწამება ჩემს მარწმუნებელთან მიმართებაში. უბრალოდ მაინტერესებს, ყველა სიბინძურეზე, რომელიც მოწინააღმდეგე მხარისგან წამოვიდა, ვინ მოიხდის ბოდიშს?" -განაცხადა ჩხეიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს