12 აპრილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 აპრილს 10:10-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბიწმენდი, ჯიღაურა, საგურამო, გალავანი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:50-დან 18:30 საათამდე - სოფლებში მუხათწყარო, მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში. 15:00-დან 17 საათამდე ელენერგია გამოირთვება წეროვანში.

ამასთან, 12:00-დან 14:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყანობი, კობი, ალმასიანი, უხათი და დაბა სტეფანწმინდაში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა