თამარ ჩუგოშვილი - ორ წელზე მეტია რომან გოცირიძე  ხაზინადართა საბჭოს წევრია და ამ დროის განმავლობაში პირველად გაუჩნდა კითხვები - საინტერესოა, რითია ეს განპირობებული

საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტს სახელმწიფო აუდიტთან ერთად აკონტროლებს ხაზინადართა საბჭო, რომელიც უმრავლესობის წევრებთან ერთად ოპოზიციის დეპუტატებისგან შედგება. ორ წელზე მეტია რომან გოცირიძე ამ საბჭოს წევრია და მას ამ დროის განმავლობაში პირველად გაუჩნდა კითხვები, საინტერესოა რითია ეს განპირობებული, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებას, რომლის თანახმად, პარლამენტში მილიონობით ლარი ნიავდება.

ჩუგოშვილის თქმით, „ოპოზიციამ მოითხოვა ფრაქციებისთვის დაფინანსების გაზრდა, რაც ბიუჯეტს წელიწადში დამატებით 240 000 ლარი დაუჯდებოდა და სწორედ ეს იქნებოდა არამიზნობრივი ხარჯი. ამიტომ ამ მოთხოვნაზე ოპოზიციამ უარი მიიღო“.

„ეს უარი გახდა იმის საბაბი, რომ რომან გოცირიძეს ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ გაახსენდა პარლამენტის ბიუჯეტი. საქართველოს პარლამენტს წლის განმავლობაში არ გაუზრდია მოწვეული სპეციალისტების ფონდი, ყველა სპეციალისტი რომელიც დაქირავებულია, მიმაგრებულია კომიტეტებზე და მათი საქმიანობა აუცილებელია კომიტეტების გამართული მუშაობისთვის. ეს რომან გოცირიძემ ძალიან კარგად იცის. ყოველთვის ასე მუშაობდა პარლამეტი და ასე აგრძელებს“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ოპოზიციის წევრების მივლინებაზე 400 000 ლარამდე იხარჯება. ასევე, ჩუგოშვილი რომან გოცირიძეს პარლამენტის ორი შენობის შენახვის ხარჯებსაც ახსენებს.

„რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, პარლამენტის ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ოპოზიციის წევრების მივლინებაზე 400 000 ლარამდე იხარჯება, თუ ამ ხარჯის არამიზნობრიობას გულისხმობს ბატონი რომანი, შეგვიძლია დავეთანხმოთ. რაც შეეხება შენობის ხარჯებს, ირონიულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვას აკრიტიკებს, იმის გამო, რომ პარლამენტს წლების განმავლობაში ორი შენობის შენახვის ხარჯის გაწევა უწევდა. სწორედ მათი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შედეგი იყო ეს ხარჯი. ვინაიდან მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მიიღო დედაქალაქში დაბრუნების გადაწყვეტილება, 2019 წლის პირველი ივნისიდან, ქუთასის შენობის მოვლა-პატრონობის ხარჯები პარლამენტის ბიუჯეტიდან აღარ იქნება დაფარული“,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყებაა ქვეყანაში.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, პარლამენტი ყველა თეთრს ხარჯავს 100% მიზნობრივად და გამჭვირვალედ. საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყებაა ქვეყანაში და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, მარტივად შეუძლია ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება. პარლამენტი მუდმივად გადის აუდიტის შემოწმებას. აუდიტის სამსახურის სრული დასკნა პარლამენტმა მიიღო 2018 წელს და ამის გარდა აუდიტის სამსახურს მუდმივად ეგზავნება ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თვამჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში მილიონობით ლარი ნიავდება. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, საჭიროა აუდიტის სამსახურმა პარლამენტში სახსრების არარაციონალურად და საეჭვოდ ხარჯვის ფაქტები შეისწავლოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა