სასამართლოში გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი გამოიკვლიეს

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ იაგო ნებიერიძის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თავად ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი გამოიკვლიეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დღეს გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი, ნებიერიძისთვის წარდგენილ ორივე ბრალდებას ადასტურებს.

„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ 8 მოწმე წარმოადგინა, წარმოდგენილი იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, ასევე ექსპერტი, რომელმაც საინფორმაციო ტექნიკური ექსპერტიზა ჩაატარა. ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებმაც სასამართლოს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე უამბეს, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს. ასევე, გამოვიკვლიეთ ვიდეოჩანაწერი და გარკვეული დოკუმენტების ნაწილი", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა