რუსთავის სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის, ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

დღევანდელ პროცესზე, მოწმე დაცვის მხარეს უნდა წარმოედგინა, თუმცა მოწმე პროცესზე არ გამოცხადდა.

მოსამართლემ ადვოკატ ბექა ბასილაიას მიუთითა, დროულად მოახდინოს სასამართლოში დაცვის მხარის სხვა მოწმეების წარდგენა და დროს ნუ დაკარგავს, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კიდევ ერთი მოწმის, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილისა და სამსონ ქუთათელაძის ბიზნეს-პარტნიორის უზიელ ნონის მიერ გამოძიებისათვის 16 იანვარს მიცემული ჩვენების წაკითხვის შუამდგომლობა დააყენა მოსამართლის წინაშე, რაც დაკმაყოფილდა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, უზიელ ნონი საქართველოში არ იმყოფება და მასთან კონტაქტზე გასვლა შეუძლებელია.

„უზიელ ნონი დაიკითხა გამოძიების საწყის ეტაპზევე და მან მისცა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება, ისაუბრა სავარაუდო მკვლელობის ვერსიებზე, თუმცა სასამართო გამოძიების დროს, ბრალდების მხარემ არც კი წარმოადგინა ის სასამართლოში. ჩვენ მოვახდინეთ მისი ჩვენების დემონსტრირება და მის ჩვენებაში საუბარია, რომ შესაძლებელია, ამ დანაშაულის ჩადენით დაინტერესებული ყოფილიყვნენ უცხოეთის მოქალაქეები, მათ შორის კრიმინალურ სამყაროში ცნობილი პირები. ეს მკაფიოდ მოვისმინეთ, ეს არ ყოფილა ჩვენი ინტერპრეტაცია, ეს იყო უზიელ ნონის ჩვენება, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი მისი გამოკითხვის გზით.

საქმეში დაკითხულია არაერთი პირი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი, მაგრამ რატომღაც ისინი სასამართლო პროცესებზე არ ცხადდებიან, მიუხედავდ იმისა, რომ სასამართლომ ერთი პირის იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით მიიღო განჩინება. პოლიციის შესაბამის ორგანოებს არ მოყავს ეს კონკრეტული პირი სასამართლოში დასაკითხად, იმიტომ, რომ მან შეიძლება საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება მისცეს. ახლა კიდევ შეიძლება ,,დაამუშაონ“ ეს პირი და მიაცემინონ ის ჩვენება რა ტიპის ჩვენებაც, მათი პოზიციისთვის იქნება სასარგებლო“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა.

ბრალდების მხარის განცხადებით, გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ვერ უზრუნველყო მოწმეების სასამართლოში გამოცხადება და ამ გზით შეგნებულად ცდილობს პროცესის გაჭიანურებას.

„დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო მოწმეების გამოცხადება. საპროცესო კანონმდებლობით კი მხარეები არიან ვალდებული, თავად უზრუნველყონ საკუთარი მტკიცებულების გამოკვლევა და შესაბამისად, მოწმეების წარმოდგენა. დღევანდელ პროცესზე ცხადი გახდა, რომ დაცვის მხარის სტრატეგიაა, რომ მოახდინოს პროცესის შეგნებული, მიზანმიმართული გაჭიანურება, ამ კუთხით სასამართლომაც მიუთითა დაცვის მხარეს კატეგორიულად, რომ მოახდინონ თავიანთი მტკიცებულებების დროული წარმოდგენა, ასევე დროული გამოკვლევა“, - განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სხდომა 15 აპრილს ჩაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა