აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ჯულიან ასანჟს ბრალი წაუყენა

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ჯულიან ასანჟს ბრალი წაუყენა ჩელსი მენინგთან შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერებში შეღწევა საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

„შეთქმულების მთავარი მიზანი იყო ხელი შეეწყო მენინგისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიღება და გადაცემაში. ეს ინფორმაცია აშშ-ს ეროვნული თავდაცვის საკითხებს ეხებოდა და მათი განთავსება „ვიკილიქსის“ საიტზე იგეგმებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩელსი მენინგს, რომელიც აშშ-ის არმიაში მსახურობდა, „ვიკილიქსთან“ თანამშრომლობისა და ჯაშუშობის გამო, 2013 წლის აგვისტოში 35 წელი მიუსაჯეს. თუმცა 2017 წლის 18 იანვარს იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მენინგს სასჯელი შეუმცირა და ის პატიმრობიდან იმავე წლის მაისში გამოვიდა.

დღეს „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონის პოლიციამ ლონდონში, ეკვადორის საელჩოსთან დააკავა. მანამდე ეკვადორის ხელისუფლებამ მას დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსი მოუხსნა. ბოლო 7 წელი ჯულიან ასანჟს ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ჰქონდა თავშესაფარი მიღებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა